2018-09-29
კონფერენციის დეტალები:
საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის, ქ.თბილისის
მერიის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს დამსაქმებელათა ასოციაციის მხარდაჭერით 28-29 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო Hotels and Preference Hualing Tbilisi, გაიმართება მოვლენათა და სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია - Sportsway Tourism.
განიხილება შემდეგი თემები: მოვლენათა გავლენა რეგიონის ეკონომიკაზე,
ტერიტორიული მარკეტინგი, რეგიონის განვითარება მოვლენების შექმნის საშუალებით,ბრენდირებული მოვლენების შექმნა და განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესის ინტეგრაცია სპორტული და სხვა სახის მოვლენების ორგანიზებაში და სხვა.
კონფერენციის სპიკერები იქნებიან მსოლიოში აღიარებული, უდიდესი სპორტული და ივენთ კომპანიების ხელმძღვანელები, ოლიმპიადების, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების საორგანიზაციო კომიტეტების ხელმძღვანელები - ფრედერიკ პერიე
(საფრანგეთის ტურისტული ალიანსი 46-2 გენ.დირექტორი), იური სტროფილოვი (CEO stro.run), ვლადიმერ ვოლოშინი (CEO Newman sports and consulting), ლუის სილვა (CEOBluerock), ანდრეი კავუნ (CEO Ironstar), იგორ სტოლიაროვი (CEO Eventica), აჰმედ იბრაჰიმ
(Dubai Sports Cauncil) და სხვა.
კონფერენციის საპატიო სტუმარია ყატარის პრინცესა - შეიხა ბენ ჰამედ ალ ტანი.
კონფერენციის მონაწილეები იქნებიან სპორტული და ივენთ ორგანიზაციების პირველი პირები - რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ეგვიპტე, გაერთიანებული საემიროები, საფრანგეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნებიდან.
კონფერენციის სტუმრებს საშუალება ექნებათმოისმინოთ და მიიღოთ მონაწილეობა საინტერესო თემების დაგეგმვაში, წარადგინონ მათი ორგანიზაციის საქმიანიბა, მიიღონ მონაწილეობა b2b შეხვდრებში.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...