2018-11-04
ფორუმს ესწრებოდა თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი, რომელმაც აღნიშნა, რომ მას აქვს კონკრეტული გეგმები ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, რომლის განხორციელების პროცესში აქტიურად ითანამშრომლებს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან.
ღონისძიებაზე დაანონსდა უახლოეს მომავალში კონკრეტული სექტორების მიხედვით ბიზნეს ფორუმების ორგანიზება. ასევე, მხარეებმა გნიხილეს ქართულ-თურქული ერთობილივი საწარმოების გახსნის პოტენციალის შესახებ. ქართულმა მხარემ მიიღო მიწვევა თურქეთში გამოფენებში მონაწილეობისა და შეთავაზება კონკრეტული სავაჭრო ცენტრებში ქართული წარმოების პროდუქტის რეალიზებისთვის.
ფორუმზე თურქეთის მხრიდან წარმოდგენილი იყო 10 კომპანია ავეჯის წარმოების სექტორიდან, ასევე თურქეთის ექსპორტიორთა ასოციაცია და თურქეთის ეკონომიკის სამინისტრო. ხოლო საქართველოს მხრიდან ფორუმს ესწრებოდნენ შესაბამისი ბიზნეს სექტორით დაინტერესეული კომპანიები.
ფორუმის ფარგლებში გაიმარტება პრეზენტაცები და ორმხრივი (B2B) შეხვედრები.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში დამსაქმებელთა ასოციაციისა და თურქეთის საელჩოს ორგანიზებით ორი ბიზნეს ფორუმი გაიმართა.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...