2018-11-30
სატრენინგო პროგრამის მიზანს წარმოადგენდა კომპანიებისთვის საწარმოში არსებული სახანძრო საფრთხეების გამოვლენის მეთოდების შესწავლა. ასევე სახანძრო და ელექტრო უსაფრთხოების იმ აუცილებელი ინსტრუქციებისა და პროცედურების შესწავლა, რომელიც უნდა ჰქონდეს შემუშავებული ნებისმიერ კომპანიას, მიუხედავად მისი სიდიდისა. ასეთი სისტემის გამოყენება საშუალებას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული ის რისკები და საფრთხეები, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის შედეგებმა. სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დანერგვისა და სწავლების მიზანია უზრუნველყოს დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და კომპანიის ქონების დაცვა.ტრენინგის შემდეგ მონაწილეებმა უნდა შეძლონ სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და საევაკუაციო სქემების შემუშავება.
რაც შეეხება რისკების შეფასების მიმართულებას, მის მიზანს წარმოადგენდა საწარმოში/ ორგანიზაციაში სამუშაო ადგილზე არსებული საფრთხეების გამოვლენის, რისკების განსაზღვრის/შეფასების, მათი შემცირების ან აღმოფხვრის მეთოდებისა და სისტემური მიდგომების შესწავლა.
პროგრამა პრაქტიკული გამოყენებისაა და ასეთი სისტემის დანერგვა ნებისმიერ კომპანიას შეუძლია.აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ შრომის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების პირობებისთანამედროვე სტანდარტების და მიდგომების დანერგვა, საშუალებას იძლევა არა მხოლოდ პერსონალის უსაფრთხოების გარანტიებს, არამედ ხელს უწყობს კომპანიის შემოსავლების ზრდას. კერძოდ:
ტრენინგს უძღვებოდა ასოციაციის შრომის უსაფრთხოების ცენტრის ILO–ს (შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის) სერტიფიცირებული ტრენერი: ბ-ნი დავით ჩიჯავაძე.
ტრენინგს ესწრებოდნენ საწარმოში/ორგანიზაციაში კომპანიის ტექნიკური მენეჯერები და შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სპეციალისტები.
მონაწილეებს შემაჯამებელი ტესტის საფუძველზე გადაეცათ GEA-ს და ITC ILO-ს სერტიფიკატები.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში ბიზნეს სექტორის მოთხოვნების გათვალისწინებით სისტემატურად იმართება როგორც ჯგუფური, ისე კოსპორატიული ტრენინგები შრომის უსაფრთხოების სხვადასხვა მოდულზე. აღნიშნული თემატიკა კიდევ უფრო აქტუალური ხდება შრომის უსაფრთხოების ახალი კანონის მიღებისა და მასში გათვალისიწინებული მოთხოვნების საფუძველზე.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...