2018-12-05
ტრენინგ პროგრამის პრაქტიკული და თეორიული ნაწილი სამუშაო ადგილზე სახანძრო უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო სწავლებებს და ქმედებების განსაკუთრებულობას, რისკებსა და საფრთხეებს, ხანძარსაწინააღმდეგო გეგმას, ცეცხლმაქრთა ტიპებს, სახეობებს და ამ მხრივ საკანონმდებლო მოთხოვნებს მოიცავდა.
ტრენინგ პროგრამა შრომის უსაფრთხოების შესახებ მოქმედი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების საფუძველზეა შემუშავებული და მისი გავლა ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპია იმისთვის, რომ კომპანიებმა დაიცვან სახანძრო უსაფრთხოების შესაბამისი წესები და მოთხოვნები. ტრენინგს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მიშა კორძახია უძღვებოდა. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...