2018-12-06
22 აპრილს, დამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ (MUSIAD) თბილისში წარმომადგენლობა ოფიციალურად გახსნა, რომლის მთავარ მისიას საქართველო-თურქეთს შორის ბიზნეს თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს.
ცერემონიაზე დაანონსდა სამომავლო აქტივობები, რომელთა გახორციელებასაც თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაცია (MUSIAD) საქართველოში გეგმავს.
თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (MUSIAD) ოფიციალურ პარტნიორს საქართველოს დამსაქმებელთაასოციაცია წარმოადგენს. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტის ელგუჯა მელაძის ინფორმაციით, ასოციაციის მიზანია აქტიურად ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან და თურქ ბიზნესმენებს გააცნოს ის პროექტები, რომლებიც საქართველოში ხორციელდება., ორგანიზაცია ასევე მზადაა ეს პროექტები წარუდგინოს ასოციაციის წევრებს, რომლებიც 72 ქვეყანაში საქმიანობენ, რათა მოხდეს ინვესტირება საქართველოში.
გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ისე საქართველო-თრქეთის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...