2018-12-06
დამსაქმებელთა ასოციაცია საქართველოში ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელმაც შრომის საერთაშორიო ორგანიზაციისგან (ILO) მოიპოვა ექსკლუზიური უფლება, რომ ILO-ს საერთაშორისო სატრენინგო ცენტრის მეთოდოლოგიითა და სტანდარტებით წარიმართოს სწავლება, რაც იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ მონაწილეებს დასკვნითი ტესტირების შედეგად გადასცეთ საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატი.
კურსის უპირატესობას წარმოადგენს არა მხოლოდ საერთაშორისო ნორმების შესაბამისად სწავლება, არამედ მასში გათვალისწინებულია ადგილობრივი რეგულაციები და ნორმატიული აქტები. ასევე, მოიცავს პრაქტიკულ სწავლებას უშუალოდ სამუშაო ობიექტებზე.
აღნიშნული გრძელვადიანი ტრენინგი, რომლის თემატიკა ასოციაციამ ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე შეიმუშავა, პირველად 2017 წლის ოქტომბერ-დეკემბერში გაიმართა და იქცა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად კურსად. თემის მიმართ ინტერესი გაძლიერდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის მოთხოვნების საფუძველზე შექმნა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი და გაამკაცრა რეგულაციები ამ მიმართულებით.
საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით დაშვებული შეცდომებით გამოწვეული ფატალური შედეგების გათვალისწინებით.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ითვალისწინებს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც აღმოჩნდნენ კომპანიები და აძლიერებს თანამშრომლობას კერძო სექტორთან შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. კეროდ, კონსულტაციების, აუდიტის, კადრების მომზადებაგადამზადებისა შედეგად ასოციაციის წევრი კომპანიები მომზადებულები შეხვდებიან ახალი რეგულაციების აღსრულებას.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...