2018-12-06
„საქართველოში გაფაროების გეგმები გვაქვს, სულ მალე გაიხსნება ფილიალები რეგიონებში. ჩვენი მიზანია მომხმარებელთან გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარება. კლიენტი ექვსი თვის, ერთი, თუ ათი წლის შემდეგ დატოვებს ბანკის კარს, მთავარია იგი კმაყოფილი წავიდეს. დარწმუნებული ვართ, ამ მიზანს საქართველოშიც მივაღწევთ“ - განაცხადა ზირაათ ბანკი საქართველოს გენერალურმა მენეჯერმა მეჰმეთ უჩარმა.
აღსანიშნავია, რომ ზირაათ ბანკი საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს გარდა საბანკო, არამედ კომპანიის საჭიროების მიხედვით თურქი ბიზნეს პარტნიორის მოძიებაში მხარდაჭერის სერვისსაც სთავაზობს. “მომდევნო კვირიდან ვიწყებთ ზირაათ ბანკთან ჩვენი წევრების მიერ მომზადებული კონკრეტული პროექტების წარდგენას და მოლაპარაკებების დაწყებას. ზირაათ ბანკთან თანამშრომლობის უკვე საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული გამოცდილება გვაქვს. ვაპირებთ, გავაძლიეროთ ეს კავშირები ჩვენი წევრებისთვის მაქსიმალურად სასარგებლო სერვისების შეთავაზების მიზნით“, - აცხადებს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის გენერალური დირექტორი ლაშა ლაბაძე.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...