2018-12-19
კურსი პირველად 2017 წლის ოქტომბერ-დეკემბერში გაიმართა და დიდი დაინტერესება გამოიწვია. ხოლო ამ ეტაპზე დასამზადების პროგრამა დაასრულა 30-მდე კომპანიის შრომის უსაფრთხოების მენეჯერმა.
აღნიშნული თემატიკის შესაბამისად კვალიფიკაციის ასამაღლებელი ღონისძიებების მიმართ მოთხოვნა გაიზარდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის მოთხოვნების საფუძველზე შექმნა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი და გაამკაცრა რეგულაციები ამ მიმართულებით.
საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით დაშვებული შეცდომებით გამოწვეული ფატალური შედეგების გათვალისწინებით.
ტრენინგს კურსი საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში 16 აპრილს დასრულდა წარმატებულ კურსდამთავრებულებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის საერთაშორისო ტრენინგ ცენტრისა (ITC ILO) და GEA_ს სერტიფიკატები გადაეცათ.
დამსაქმებელთა ასოიციაცია ბიზნეს სექტორიდან წამოსული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე კვლავ გეგმავს კურსის განახლებას, რათა მონაწილეთა ახალ ნაკადს უმასპინძლოს. ამასთან, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სთავაზობს სატრენინგო კურში ჩართვას, მათ შორის თემით დაინტერესებულ ფიზიკურ პირებსაც.
ორ-თვიანი კურსი დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობდა. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ითვალისწინებს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც აღმოჩნდენ კომპანიები და აძლიერებს თანამშრომლობას კერძო სექტორთან შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. კეროდ, კონსულტაციების, აუდიტის, კადრების მომზადება-გადამზადებისა შედეგად ასოციაციის წევრი კომპანიები მომზადებულები შეხვდებიან ახალი რეგულაციების აღსრულებას.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...