employer.ge logo

გიორგი ქობულია დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს შეხვდა

date2019-02-12

დასრულებული


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
ყოველთვის საჭიროდ და სასარგებლოდ მიმაჩნია ასეთი ტიპის შეხვედრები ბიზნესთან, რადგან ძალიან მჭირდება, რომ უშუალოდ მათგან მოვისმინო იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც მათ აწუხებთ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრის ფარგლებში დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებმა მინისტრთან ისაუბრეს როგორ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების, ისე ისეთი კონკრეტული თემების შესახებ, როგორიცაა სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია, ექსპორტის ხელშეწყობა და მასთან არსებული პრობლემები, პროფესიული განათლება და გადამზადება და სხვა“ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე.
 შეხვედრას ასოციაციის 80-მდე წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მინისტრთან ერთად, ბიზნესმენთა შეკითხვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე პასუხობდნენ. შეხვედრას ასევე დაესწრო ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...