2019-02-26
დაგეგმილი საერთაშორისო მრგვალი მაგიდა მიზანად ისაზავდა სოციალურ პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად მსჯელობას ისეთი აქტუალური საკითხების შესახებ, როგორიცაა არათანაბარი ანაზღაურება და სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე. კერძოდ, ღონისძიებაზე გაკეთდა მოხსენებები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მე-100 კონვენციისა და შრომის საერთაშორისო სტანდარტების ირგვლივ.
„საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ვიხილავთ აღნიშნულ საკითხს და შევიმუშავებთ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, იმის შესახებ თუ რა უნდა იყოს დამსაქმებელთა ასოციაციის როლი ამ პროცესში. ჩვენ დიდი ხანია ამ საკითზე ვმუშაობთ და გამოვლინდა, რომ განვითარებულ კომპანიებში, რომლებიც საერთაშორისო გამოწვევებს პასუხობენ არ აღინიშნება ხელფასებს შორის განსხვავება, თუმცა სხვაობა არის გარკვეულ კომპანიებში, რაც მოგვარებადია საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებით", - საქართველოს დამსაქმებელთა ასოიცაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე.
ასევე, მოწვეულმა სტუმრებმა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან - დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაცია (IOE), მონტენეგროს დამსაქმებელთა ფედერაცია, გაეროს ქალთა ფონდის ინიციატივა Equal Pay International Coalition (EPIC) და მდგრადი განვითარების მიზანი 8.5., იმსჯელეს და წარმოადგინეს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები, ინიციატივები და ა.შ. მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ პროფკავშირები, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორი დასხვა დაინტერესებული მხარეები.
მხარეებს შორის მოსაზრებების გაზიარების შედეგად საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, როგორც ბიზნეს გაერთიანება და სოციალური პარტნიორი გეგმავს აქტიურ ღონისძიებებს ზემოაღნიშნულ თემასთან მიმართებაში და ასევე, პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებას, რომელიც გაზიარდება ეროვნულ დონეზე და დაინერგება წევრ კომპანიათა შორის.
ღონისძიება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...