2019-04-10
პოლიტიკის დოკუმენტის მომზადებაზე მუშაობა დაიწყო დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) და დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის (IOE) წარმომადგენლებმა დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგნლებისთვის სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომლის ფარგლებშიც იმსჯელეს ასოციაციის მიერ თანაბარი ანაზღაურების შესახებ პოლიტიკის დოკუმენტის შექმნისა და შემდგომში მისი იმპლემენტაციის გზებისა და პერსპექტივების შესახებ.
„საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად შევიმუშავებთ პოლიტიკის დოკუმენტს, იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს დამსაქმებელთა ასოციაციის როლი ამ პროცესში და რა სახით უნდა წარვუდგინოთ იგი როგორც მთავრობას, ისე ჩვენს წევრ კომპანიებს. ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა ამ საკითხზე და გამოვლინდა, რომ განვითარებულ კომპანიებში, რომლებიც საერთაშორისო გამოწვევებს პასუხობენ არ აღინიშნება ხელფასებს შორის განსხვავება, თუმცა სხვაობა არის გარკვეულ კომპანიებში, რაც მოგვარებადია საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებით", - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია წევრ კომპანიებს უახლოეს შესთავაზებს მომავალში კონკრეტულ სერვისებს, რომელიც ბიზეს სექტორში გენდერის ჭრილში თანაბარი ანაზღაურების კულტურის დანერგვას შეუწყობს ხელს.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...