2019-06-03
სწავლება მოიცავდა სიმაღლეზე სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარების ძირითად მოთხოვნებსა და პრევენციულ ღონისძიებებს ისეთ გარემოში, სადაც არსებობს 2 მეტრის და მეტი სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე.
სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობის სასწავლო მოდული დაფუძნებულია შრომის უსაფრთხოების კანონს და სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობის ტექნიკურ რეგლამენტს. შესაბამისად, კურსის მონაწილეებმა მიიღეს თეორიული ცოდნა და გაიუმჯობესეს პრაქტიკული უნარ-ჩვევები არსებული მოთხოვნების შესაბამისად.
130 საათიანი კურსის ფარგლებში პრაქტიკული წავლება ხორციელდება პირველადი სამედიცინო დახმარების, სამშაო ადგილზე რისკების შეფასების, სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობის, სახანძრო უსაფრთხოების და სხვა მოდულების შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია საკითხის მნიშვნელობისა და აქტუალურობიდან გამომდინარე, აღნიშნული მოდულის სწავლების ფარგლებში დამატებით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ შემოთავაზებულ მასალებსაც იყენებს.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...