2019-07-12
„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, როგორც ბიზნესის ინტერესების დამცველი და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) პარტნიორი საქართველოში მუდმივად ცდილობს მის წევრებსა და პარტნიორ კომპანიებს შესთავაზოს ისეთი სერვისები, რომლებიც კომპანიებს საშუალებას მისცემს მომზადებულნი შეხვდნენ საკანონმდებლო მოთხოვნებსა და ახალ რეგულაციებს. შრომის უსაფრთხოების სფეროში ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული ცოდნისა და კვალიფიკაციის დეფიციტია შრომის ბაზარზე. სწორედ ამიტომ ასოციაციის მიერ 26 აგვისტოდან დაგეგმილია ინტენსიური ტრენინგები შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტის პროგრამის მიხედვით, რომლებსაც ჩაატერებენ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ბრიტანული უმაღლესი სერტიფიკაციის ინსტიტუტის NEBOSH-ის აკრედიტებული ტრენერები,”- საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.
კერძო სექტორისთვის საკითხი მეტად აქტუალურია, ვინაიდან 2019 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შედის შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონი, რომელიც გავრცელდება ყველა ეკონომიკური საქმიანობის საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციაზე. კანონი, სხვადასხვა ვალდებულებებთან ერთად, ორგანიზაციებს ავალდებულებს ჰყავდეთ შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალსტი, რომელიც სერტიფიცირებული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-25/ნ ბრძანების მიხედვით.
ამ ეტაპზე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ 500-ზე მეტი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი გადაამზადა და სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული სერტიფიკატი გასცა.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...