2019-08-29
კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას, რომლის მიზანია შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებმა შეიძინონ საბაზისო ცოდნა სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმების დასაცავად.
შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამისადმი დაინტერესება მზარდია მას შემდეგ, რაც 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა შრომის უსაფრთხოების კანონის ის პუნქტები, რომელიც ნებისმიერ ბიზნესოპერატორს ავალდებულებს სამუშაო ადგილზე წარმოდგენილი, ან მოწვეული ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. აღსანიშნავია, რომ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს გავლილი უნდა ჰქონდეს შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამა და ფლობდეს შესაბამის სერტიფიკატს.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ბიზნეს სექტორს ახალ გამოწვევებზე საპასუხოდ სთავაზობს არა მხოლოდ სასერტიფიკაციო პროგრამას, არამედ საკონსულტაციო, აუდიტორულ, აუთორსინგულ მომსახურებას და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის (ISO 45001) სტანდარტის დანერგვას.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...