2019-09-25
25 სექტემბერს, 14:00 საათზე, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ ქუთაისში სასტუმრო „ბესთ უესტერნ ქუთაისში“ შრომის უსაფრთხოების კანონის ახალი მოთხონების შესახებ ბიზნეს სექტორთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.
შეხვედრა მიზნად ისახავს კერძო სექტორისთვის შრომის უსაფრთხოების სფეროში იმ ახალი გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რომლის წინაშეც ბიზნეს ოპერატორები 2019 წლის 1 სექტემბრიდან აღმოჩნდნენ. კერძოდ, შეხვედრაზე განიხილება კომპანიებისთვის ისეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხები, როგორებიცაა შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მოთხოვნები დაზღვევის, პასუხიმგებელი მხარეების, რისკების შეფასების კრიტერიუმების, მონიტორინგის პროცესის, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაციის, სანქციების და აღსრულების მექანიზმების შესახებ.
„განსაკუთრებით დაბალია რეგიონებში შრომის უსაფრთხოების კანონის ახალი მოთხოვნების შესახებ ცნობიერება. ქუთაისი ეკონომიკურად საკმაოდ აქტიური ქალაქი, ამიტომ მსგავსი სახის შეხვედრების ორგანიზება აუცილებელია, რათა გავუწიოთ შესაბამისი კვალიფიციური კონსულტაცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, შეხვედრაზე ვისაუბრებთ შრომის უსაფრთხოების კანონის მოთხოვნების შესახებ, ასევე გაეცნობიან, თუ რა ცვლილებები უნდა განახორციელონ სამუშაო ადგილებზე კანონის მოთხოვნების შესაბამისად, რათა თავიდან აირიდონ ის ფინანსური სანქციები და საქმიანობის აკრძალვის რისკებიც კი, რაც გათვალისწინებულია კანონის მიხედვით,“ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.
შეხვედრას 50-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება, რომლებსაც საშუალება ექნებათ კითხვა-პასუხის რეჟიმში მათთვის საინტერესო კითხვებზე კომპეტენტური პასუხები მიიღონ.
„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ შეხვედრებს უახლოეს მომავალში საქართველოს სხვა რეგიონებშიც გამართავს.
მისამართი: ქუთაისი, გრიშაშვილის ქ. #11
საკონტაქტო პირი:
ცირა იობაშვილი
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია
მობ.: +995 598 544 415
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...