2019-10-13
ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა“ და „ბუღალტერთა კლუბი ფორუმის“ ინიციატივით ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ბარათაშვილი და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა საგადასახადო კოდექსის დამატებული ღირებულების გადასახადის მარეგულირებელ დებულებებში კანონის პროექტით დაგეგმილი ცვლილებების განხილვას. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დირექტივებთან მიახლოების მიზნით მოსალოდნელი ცვლილებები დღგ-ს მარეგულირებელ თითქმის ყველა დებულებას შეეხება და სრულიად ახალი რედაქციით ჩამოყალიბდება საკანონმდებლო ნორმები.
ფინანსთა წარმომადგენლების განცხადებით:
ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრას, რომელსაც 80-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, ევროპის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...