2019-10-22
“საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა“ და გერმანული ტექნიკის მწარმოებელ კომპანია AS Motor-ს შორის ხანგრძლივი საქმიანი მოლაპარაკებების შედეგად თბილისში შოურუმი და ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნება, რომელიც რეგიონალური ჰაბი იქნება ამიერკავკასიის რეგიონში და მეზობელ ქვეყნებს მოემსახურება როგორც ტექნიკის, ისე სერვისის მიწოდების მხრივ.
„AS Motor ტექნიკა ინოვაციურია საქართველოში. ადგილობრივ ბაზარს ვთავაზობთ ნებისმიერი რელიეფისთვის სათიბ, თოვლის გამწმენდ, მეთევზეობის მეურნეობისთვის, გაუვალ მინდვრებსა და ტყეებში ხანძრის შემთხვევაში დამხმარე ტექნიკა. პროდუქტი საინტერესოა არა მხოლოდ მეწარმეებისთვის, არამეს შესაბამისი სახელმწიფო სამსახურებისთვისაც. ვაპირებთ, საქართველოს რეგიონებისთვის შევქმნათ მოძრავი შოურუმი, რომელიც ფერმერებს საშუალებას მისცემს უშუალოდ ადგილზე გაეცნენ უახლესი ტექნიკის შესაძლებლობებს. ხოლო თბილისში გახსნილი წარმომადგენლობა მეზობელ ქვეყნებს მოემსახურება,“ - აცხადებს საქართველოში AS Motor-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გოჩა ხელაია.
„დამსაქმებელთა ასოციაციაში გერმანიის მხარეს გავაცანით ადგილობრივი ბაზარი, საინვესტიციო პოტენციალი და გეოგრაფიული უპირატესობები, ასევე შევახვედრეთ პოტენციურ პარტნიორებს და შედეგად მივაღწიეთ, რომ კომპანია არა მხოლოდ რეგიონში წარმომადგენლობას გახსნის, არამედ ინტერესი გაჩნდა პირველ ეტაპზე ტექნიკის ამწყობი ბაზის, ხოლო შემდგომ საწარმოს გახსნის მიმართულებით. უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება საბოლოო გადაწყვეტილება საწარმოს გახსნის და კონკრეტული პროექტის გეგმები,“- საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი დანიელ გახარია.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში იმყოფებოდა AS Motor-ის რეგიონალური გაყიდვების მენეჯერი გერმან კოვალენკოც, რომელიც ევროპისა და აზიის 17 ქვეყანაში უწევს კოორდინირებას ბიზნეს პროცესებს.
ამრიგად, გერმანულ და ქართულ მხარეებს შორის საქმიანი მოლაპარაკებების შედეგად უახლოეს მომავალში წარმომადგენლობის პრეზენტაცია გაიმართება, ხოლო საწარმოს გახსნის შესახებ გადაწყვეტილება გახდება ცნობილი.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...