2019-11-26
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და „ბუღალტერთა კავშირს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია სისტემური თანამშრომლობის ჩამოყალიბება, ინფორმაციის გაცვლა და კოორდინირებული მუშაობა ბიზნეს კომპანიების ინტერესების გათვალისწინებით.
ურთიერთთანამშრომლობის შემოთავაზებული ფორმატი ხელს შეუწყობს ასოციაციის წევრ კომპანიებსა და ბუღალტერთა კავშირის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციის გამარტივებას და ერთობლივი ღონისძიებების გახორციელებას.
მემორანდუმს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ლაბაძემ და ბუღალტერთა კავშირის დირექტორმა ტატიანა ბერიძემ მოაწერეს.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...