2020-03-18
ბიზნეს გაერთიანება "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია" საგანგებო განცხადებას ავრცელებს კორონა (COVID 19) ვირუსის გავრცელებით ქვეყანაში შექმნილი შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარების საპასუხოდ.
რა უნდა იცოდეს ბიზნესმა საგანგებო მდგომარეობის შესახებ
შრომითი ურთიერთობები არსებულ ვითარებაში
ჩვენი რეკომენდაცია იმეორებს მთავრობის რეკომენდაციას. ასეთ საგანგებო შემთხვევებში, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაა დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის დიალოგის გზით კრიზისული პერიოდის გადალახვა და გარკვეულ საკომპრომისო თანამშრომლობაზე შეთანხმება, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ერთის მხრივ, სამუშაო ადგილების შენარჩუნების ინტერესი და მეორეს მხრივ, ბიზნესის გადარჩენის ინტერესი. შესაბამისად, სასურველია საჭიროების შემთხვევაში მოხდეს დროებით, შრომის ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა.
საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია სთავაზობს დამსაქმებლებს, შემათანხმებელი დიალოგის წარმოებაში, მედიატორის როლის შესრულებასა და ამ კუთხით, ყველა საჭირო დახმარების გაწევას.
იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის ასეთი შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა და თუ კონკრეტული ბიზნესის საქმიანობისთვის, ფორს-მაჟორული გარემოება უშუალო და პირდაპირ ზეგავლენას ახდენს და შეუძლებელს ხდის როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულთა მიერ ვალდებულებების შესრულებას, შესაძლოა მიღებულ იქნას გადაწყვეტილება შრომითი ურთიერთობის შეჩერების შესახებ, მხოლოდ აღნიშნული გარემოებების არსებობის ვადით.
იმავდროულად, კომპანიები ვალდებულნი არიან გააგრძელონ უსაფრთხო შრომითი გარემოს უზრუნველყოფა თანამშრომლებისთვის, ასევე უფლებამოსილნი არიან, საგანგებო წესები დაადგინონ კომპანიაში საქმიანობისა და კომპანიის ტერიტორიაზე დაშვების შესახებ. აუცილებელია ასეთი წესები განთავსდეს თანამშრომლებისათვის თვალსაჩინო ადგილას ან/და დაეგზავნოთ თანამშრომლებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ასევე, შესაძლებელია გარკვეული სანქციების დაწესება შემოღებული წესების დარღვევის შემთხვევაში.
რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა ბიზნესისთვის
ეპიდემიის დროს, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში და ამ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად.
გადაწყვეტილება ძალაში შედის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მომენტიდან. პარლამენტი გადაწყვეტილებას ამტკიცებს შეკრებისთანავე. თუ პარლამენტი გადაწყვეტილებას არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას. საგანგებო უფლებამოსილებანი ვრცელდება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.
საგანგებო მდგომარეობის დროს, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს, რომლებიც მოქმედებს შესაბამისად საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე.
საგანგებო მდგომარეობის დროს, შესაძლოა შეიზღუდოს ისეთი უფლებები, როგორიც არის, მიმოსვლის თავისუფლება, ინფორმაციისა და ინტერნეტის უფლება, საკუთრების, შეკრებისა და შრომის უფლებები, რამაც შესაძლოა პირდაპირი ზეგავლენა მოახდინოს თქვენი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობაზე.
სანამ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდებოდეს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც შეზღუდა კარანტინში და თვითიზოლაციაში გამწესებული პირების გადაადგილება და შესაბამისი ჯარიმებიც დააწესა სამართალდამრღვევთათვის.
ხელშეკრულების შეუსრულებლობა ფორს-მაჟორის საფუძვლით
მიუხედავად იმისა, გამოცხადებული არის თუ არა საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში, ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნებისთვის, ეპიდემია შეიძლება იყოს განხილული, როგორც დაუძლეველი ძალა კომპანიისთვის და შესაბამისად, ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის პერიოდში, კომპანია შესაძლოა გათავისუფლდეს სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებისაგან. (სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა შესაძლოა ჩაეთვალოს საპატიოდ). თუმცა გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულის დასამტკიცებლად საკმაოდ მაღალი სტანდარტია დაწესებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით:
როგორ დგინდება ფორს მაჟორი
ფორს-მაჟორული გარემოების დადგენა ხდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით. ასეთი გარემოებების დამოწმება ხორციელდება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ, დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადება უნდა მოიცავდეს მოთხოვნილი ფორს-მაჟორული გარემოების მოკლე აღწერას და დროის იმ მონაკვეთის მითითებას, რომლის განმავლობაშიც მოითხოვება გარემოების დამოწმება. ამასთან, აღნიშნული უნდა იყოს ყველა ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ფორს-მაჟორული გარემოების არსებობასთან. აღნიშნული დამოწმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულებების შეუსრულებლობის შემთხვევებში.
განცხადებას უნდა ერთვოდეს: ხელშეკრულება, რომელშიც აღნიშნულია გარემოებები, რომლის დადგომის შემთხვევაში, მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან და ყველა ის დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ფორს-მაჟორული გარემოების გამომწვევი მიზეზები, ასევე, ზიანის რაოდენობა და მისი მიზეზობრივი კავშირი ფორს-მაჟორულ გარემოებებთან.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა განცხადებას განიხილავს 10 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც დაადასტურებს ან დასაბუთებულ უარს იტყვის ფორს-მაჟორული გარემოების დადასტურებაზე. აღნიშნული მომსახურების ღირებულება შეადგენს 500 ლარს.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღნიშნული დამოწმება, დამატებითი მტკიცებულება იქნება სასამართლოში, რადგან დავის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს გარემოება ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად.
შეცვლილი გარემოებებისათვის ხელშეკრულების მისადაგება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ადგენს შეცვლილი გარემოებებისათვის ხელშეკრულების მისადაგების შესაძლებლობას:
მისადაგება სამართლებრივი შედეგით განსხვავდება ფორს-მაჟორისგან იმით, რომ ფორს-მაჟორი არის ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველი, რა დროსაც ხელშეკრულება ჩერდება, ან განსაკუთრებულ შემთხვევაში წყდება. ხოლო შეცვლილი გარემოებების არსებობა არ არის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველი, ხელშეკრულების მხარეს შეუძლია მოსთხოვოს მეორე მხარეს არსებული ხელშეკრულების გარკვეული პირობების მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან.
მთავრობის მიერ და მათი ჩართულობით დადგენილი შეღავათები
დღეს განცხადებების და პრეს-რელიზების საფუძველზე არის ცნობილი ჩვენთვის იმ შეღავათების შესახებ, რომელიც დადგენილია ბიზნესის ზოგიერთი სექტორებისთვის:
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...