2020-05-25
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით სამშენებლო სექტორისთვის დისტანციური სემინარი გაიმართა თემაზე: „შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტი COVID 19 დროს - ადგილობრივი მოთხოვნები და საერთაშორისო პრაქტიკა” სამშენებლო სექტორში.
სემინარის მიზანს წარმოადგენდა კომპანიებისთვის სფეროს გათვალისწინებით სრული ინფორმაციის მიწოდება არსებული რეგულაციებისა და რეკომენდაციების შესახებ. სემინარი მოიცავდა პრაქტიკულ ნაწილს დამცავი საშუალებების, საჭირო დოკუმენტაციის და COVID-19 პრევენციის სისტემის მუშაობის შესახებ.
სემინარზე მიღებული ინფორმაცია მონაწილე კომპანიებს დაეხმარება თავიდან აიცილონ საქმიანობის შეჩერებასთან დაკავშირებული პრობლემები, დასაქმებულთა და სხვა მხარეების დაინფიცირების რისკები და ფულადი ჯარიმები.
სემინარს უძღვებოდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სერტიფიცირებული ტრენერი - დავით ჩიჯავაძე.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის დაგეგმილია მსგავსი ტიპის დისტანციური ტრენინგები სექტორულ ჭრილში.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...