2022-04-14
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში მიმდინარეობს პრაქტიკული კურსი თემაზე შრომის სამართალში ეროვნული კანონმდებლობა, შრომის სამართლის საერთაშორისო სტანდარტები და სასამართლო პრაქტიკა.
კურსის მიზანია კომპანიებისთვის შრომის კანონმდებლობასა და შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული იმ ძირეული ცვლილებების შესახებ ინფორმირება, რომელიც საჭიროა კომპანიაში შრომითი ურთიერთობების მართლზომიერად დაგეგმვა-მართვისთვის.
სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ დაიცვან კომპანიის ინტერესები; შრომის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად დაგეგმონ ორგანიზაციული პროცესები; შრომის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად აწარმოონ ორგანიზაციის დოკუმენტაცია (შრომითი ხელშეკრულებების, შინაგანაწესის, სამუშაო აღწერილობები); შეასრულონ შრომის კოდექსით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება; თავიდან აიცილონ ინსპექციის მხრიდან მოსალოდნელი სანქციები.
ტრენინგს უძღვებიან ნიკოლოზ აბუთიძე – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული სამსახურის უფროსი, შრომის სამართლის ექსპერტი;
ანა დევდარიანი – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურისტი;
ქეთევან მესხიშვილი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, სამოქალაქო საქმეთა პალატა.
კურსში 30 კომპანიის იურისტი და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი მონაწილეობს.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია შრომის სამართლის თემატიკაზე ტრენინგებს სისტემატიურად სთავაზობს კომპანიებს თემის აქტუალურობის გათვალისწინებით.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...