employer.ge logo

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტების გამოცდისათვის მოსამზადებული კურსი

date2022-06-06

დასრულებული


კურსის მიზანია:

აკრედიტებული პროგრამით (ბრძანება №01-81/ნ) გათვალისწონებული ყველა მოდული შესწავლის გზით, მოამზადოს არსებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები აკრედიტაციის ვადის გახანგრძლივებისთვის სავალდებულო გამოცდაში.

კურსის სილაბუსი

1. შესავალი შრომის უსაფრთხოების მართვის საკითხებში;

2. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი";

3. „შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი;

4. ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციები შრომის სამართლის მიმართულებით;

5. საერთაშორისო სტანდარტები შრომის უსაფრთხოების სფეროში;

6. საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკის შეფასება და მართვა;

7. საწარმოო უბედური შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევა – აღრიცხვა, რეგისტრაცია, ანგარიშგება;

8. პროფესიული დაავადებები – პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების კლასიფიკაცია, აღრიცხვა და კონტროლი;

9. ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები;

10. საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნები;

11. ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები;

12. უსაფრთხოების ნიშნები და მონიშვნები  სამუშაო სივრცეში;

13. გადაუდებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

საევაკუაციო გეგმა;

14.  გარემოსდაცვითი საკითხები შრომის უსაფრთხოების სფეროში;

15.  ტვირთის გადატანა;

16.  სიმაღლეზე მუშაობა;

17.  აალებად და ფეთქებად ნივთიერებებთან მუშაობის სტანდარტები და წესები;

18.  შრომის უსაფრთხოება მანქანა-დანადგარებთან, მოწყობილობებთან და სხვა სამუშაო ხელსაწყოებთან მუშაობისას;

19. ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარების მეთოდები და მიმართულებები;
20.სპეციალური და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე დასაქმებულთათვის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა;
22. შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში;
23. შრომის უსაფრთხოება სამთომოპოვებით მრეწველობასა ან/და მძიმე დამამუშავებელ მრეწველობაში;
24. შრომის უსაფრთხოება მსუბუქ მრეწველობაში;
25. შრომის უსაფრთხოება მომსახურების/სერვისის სექტორში და საოფისე საქმიანობისას;
26. შრომის უსაფრთხოება სამედიცინო სფეროში;

კურსის სამიზნე ჯგუფი:

არსებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები, რომელთაც ეწურებათ სერტიფიკატის მოქმედების ვადა.

კურსს წარუძღვებიან:

გიორგი დონდუა - საერთაშორისოდ აკრედიტებული შრომის უსაფრთხოების ექსპერტი/აუდიტორი;

ნიკოლოზ აბუთიძე - შრომის სამართლის ექსპერტი/ტრენერი.

გამოყენებული პრაქტიკული მეთოდები:

  • პრაქტიკული საკითხების განხილვა;
  • სხვადასხვა პრაქტიკული კაზუსები;
  • სიმულაციური გამოცდები;
  • პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და სხვა.

კურსი ჩატარდება, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში,
( მის: ა. ბელიაშვილის 106, მიონის ბიზნეს ცენტრი სართ. 3)

კურსის ღირებულება - 500 ლარი (დღგ-ს გარეშე)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაიროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: სარეგისტრაციო ფორმა

კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით!

ნინი გელაშვილი - 597186644
ელ-ფოსტა:
ngelashvili@employer.ge

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...