2022-09-12
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ გერმანულ ორგანიზაცია - KWB-სთან (KWB Koordinierungsstelle Weiterbildung und Beschäftigung e.V.) ერთობლივი პროექტის „უკრაინიდან საქართველოში, ქალები - ქალებისთვის“ განხორციელება დაიწყო.
პროექტი მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებულ ქალთა შრომის ბაზარზე ინტეგრაციასა და რეინტეგრაციას.
პროექტის ფარგლებში პირველი აქტივობა დამსაქმებელთა ასოციაციაში 8-9 სექტემბერს გაიმართა, რომელიც მოიცავდა მენტორების ტრენინგს, რომელსაც გერმანიიდან მოწვეული ტრენერი/მენტორი ალექსეი მედვედევი უძღებოდა.
პროექტის სამიზნე ჯგუფების გაძლიერება მოხდება ე.წ. მენტორული მიდგომით. კერძოდ, კი მათი კვალიფიკაციის გაძლიერებითა და ფინანსური წიგნიერების გაუმჯობესებით, როგორც დამწყები მეწარმეებისა.
ტრენინგი სახელწოდებით „მენტორინგის თეორიული და პრაქტიკული კონცეფცია“ მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
ტრენინგი მოიცავდა საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების განხილვას, თეორიას, პრაქტიკასა და დისკუსიის ნაწილს.
პროექტის განხორცილების შემდგომი აქტივობებია ტრენინები ბენეფიციარ ქალთათვის, მენტორინგი, ბიზნეს გეგმების შემუშავება და წარდგენა, კონკურსი საუკეთესო ბიზნეს გეგმების გამოსავლენად და მათი დაჯილდობა, სემინარები, კონფერენცია და ა.შ.
პროექტის დასრულების შედგად გაუმჯობესდება ბენეფიციართა და მენტორთა/მეწარმე ქალთა ნეთვორქინგი, გაიზრდება ქალთა ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა, მათი როლი რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობებში და სხვ.
პროექტი საქართველოს სამ რეგიონში - თბილისში, იმერეთსა და აჭარაში განხორციელდება.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...