2024-06-08
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით 7-8 ივნისს პროექტის „მდგრადი ბიზნეს პრაქტიკა ჩვენი ევროპული გზისკენ“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც წევრი კომპანიები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში დამსაქმებელთა ასოაციამ შეაჯამა და წევრებს წარუდგინა პროექტის ანგარიში, რომელსაც უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში ახორციელებდა. პროექტი მიზანად ისახავდა დამსაქმებელთა ასოციაციის შესაძლებლობების ზრდასა და გაძლიერება, რათა ხელი შეუწყოს ასოციაციას, როგორც სოციალურ პარტნიორს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საჭირო რეფორმების პროცესების ჯეროვან განხორციელებაში.
პროექტის ფარგლებში ასოციაციის წევრი კომპანიებსთვის საკანონმდებლო სიახლეებისა და ევროავშირის მოთხოვნებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა ტრენინგები, სემინარები, სამუშაო შეხვედრები, საერთაშორისო ვიზიტები ევროკავშირის სტრუქტურებში, კონფერენციები და ცნობიერების ამაღლების კამპანიები. ასევე შეიქმნა ახალი პლატფორმა, მობილური აპლიკაცია, რომლის მიზანია გააუმჯობესოს კომუნიკაცია GEA-ს წევრ კომპანიებს, სოციალურ პარტნიორებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის. აპლიკაცია წევრ კომპანიებს გაუმარტივებს სხვადასხვა რესურსზე წვდომასა და ინფორმაციის გაზიარებას წევრებს შორის.
პროექტის ფარგლებში საქ. დამსაქმებელთა ასოციაციამ ასევე შეიმუშავა ახალი სტრატეგია, რომელიც მიმართულია არებულ გამოწვევბზე საპასუხოდ და წევრების ჩართულობით აღნიშნულ სტრატეგიას GEA 2027 წლამდე განახორციელებს. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია აქტიურად მუშაობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ევროკავშირთან ჰარმონიზაციის პროცესში ადგილობრივი ბიზნეს სექტორის ადაპტირება წარმატებით გახორციელდეს.
პროექტი ხორციელდებოდა გერმნანიის დამსაქმებელთა ასოციაციების სოციო-პოლიტიკური ბიზნეს და საგანმანათლებლო ინსტიტუტის ფინანსური ხელშეწყობით.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...