2024-06-20
20 ივნისს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით წევრი კომპანიებისთვის გაიმართა ტრენინგი ESG საკითხების შესახებ. გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ანგარიშგება და გამჟღავნება მდგრადი დაფინანსების განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. ყოველივე ეს, თავის მხრივ, ბაზრის გამჭვირვალობის ზრდასა და საბაზრო დისციპლინის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
ტრენინგის ფარგლებში განიხილეს 2024 წლისთვის პროგრესი აღნიშნული მიმართულებით - საქართველოს ვალდებულება და რეგულაციებით განსაზღვრული პასუხისმგებლობა კომპანიებისთვის.
ტრენინგს უძღვებოდა ხათუნა ახალაია - კონსულტანტი ბიზნეს სექტორისთვის გარემოს დაცვის, აგრობიზნესისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებში. 20 წლიანი გამოცდილება გარემოს დაცვაში.
ტრენინგი გაიმართა New Democracy Fund-ისა და დანიის ინდუსტრიალისტების ფინანსური მხარდაჭერით.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...