employer.ge logo

ტრენინგი შრომითი ურთიერთობების საკითხებზე ბათუმსა და ქუთაისში

date2024-06-30

დასრულებული


საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით ბათუმსა და ქუთაისში გაიმართა ტრენინგები შრომითი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის.

ტრენინგზე განიხილებოდა შემდეგი საკითხები:

  • დასაქმებულის გამოსაცდელი ვადა და სტაჟირების პერიოდი;
  • ზეგანაკვეთური შრომა;
  • ცვლაში მუშაობა;
  • შრომით ხელშეკრულებაში არსებითი პირობების განსაზღვრის სპეციფიკა;
  • დასაქმებულის შვებულებადა შვებულების გამოყენების წესი;
  • შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები და წესი.

ტრენინგს უძღვებოდნენ დათო კესარელი - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი; და ანა დევდარიანი - შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ უფროსი იურისტი, შრომის სამართლის ტრენერი და მკვლევარი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტი, ადვოკატი და მედიატორი. ანა ჩართული იყო შრომის კოდექსის კომენტარების შემუშავების პროცესში, როგორც მკვლევარ-ასისტენტი.

ტრენინგები გაიმართა New Democracy Fund-ისა და დანიის ინდუსტრიალისტების ფინანსური მხარდაჭერით.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...