საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია დაარსდა 2000 წელს. ასოციაცია არის დამოუკიდებელი, არასამთავრობო, არამომგებიანი და თვით რეგულირებადი ბიზნეს გაერთიანება, რომელიც მუშაობს აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დამსაქმებელთა (მეწარმეთა) ინტერესების დაცვისათვის თავისუფალი საბაზრო ეკონომიკური პრინციპების ეგიდის ქვეშ. ამავდროულად, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია აღიარებს ეკონომიკაში ადამიანური რესურსების მნიშვნელობას და ყველა თავის აქტივობაში ითვალისწინებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) პოლიტიკასა და პრინციპებს ბიზნესის განვითარების პარალელურად.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მთავარი ვექტორია ბიზნეს წრეების პრობლემების გადაჭრა ბიზნესის სწორი და ეფექტური არსებობისათვის, რაც ეფუძნება საქართველოს მთავრობასთან და ასევე ყველა მესამე მხარესთან აქტიურ კოორდინაციას. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია არის საქართველოს მთავრობისა და პროფესიული კავშირების ეკონომიკური და სოციალური პარტნიორი და იგი წარმოდგენილია როგორც მხარე სამმხრივ სოციალურ დიალოგში.
GEA -ს აქვს რეგიონალური ასოციაციები ქვეყნის ყველა მთავარ რეგიონში.
მისია
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (GEA) თავისუფალი საბაზრო პრინციპების ეგიდით წარმოადგენს და იცავს ბიზნესის ინტერესებს და ამავდროულად იგი ერთგულად ემსახურება კონკურენტუნარიანი და მოქნილი სამეწარმეო განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას.
მიზანი
ეკონომიკური დოქტრინის შექმნა, რომელიც ემყარება ბიზნესის ინტერესებს საქართველოს სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებისათვის;
დამოუკიდებელი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკური პოლიტიკის შექმნა, რომელიც ეფუძნება თავისუფალ საბაზრო პრინციპებს და თავისუფალია მთავრობის მხრიდან ჩარევისაგან;
დაბალანსებული და სამართლიანი ურთიერთობების გარანტია შრომის ბაზრის ყველა მონაწილისათვის ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის გატარების გზით;
ხედვა
„მდგრადი ბიზნესი და მზარდი ეკონომიკა საქართველოს ძლიერი მომავლისთვის“
ჩვენი ფასეულობები
დამოუკიდებლობა – GEA არის დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იმართება მისი წევრების მიერ მათივე ინტერესებისა და საჭიროებების საფუძველზე;