employer.ge logo
ირმა დაუშვილი

გამგეობის წევრი

ირმა დაუშვილი

შპს დიო - გენერალური დირექტორი და პარტნიორი

შპს ,,დიო’’-ს ისტორია 25 წლის წინ,  1996 წელს ნულოვანი კაპიტალით დაფუძნდა და დღემდე სფეროს ლიდერის პოზიცია უკავია ადგილობრივ ბაზარზე.

ჟალუზების წარმოებით დაწყებული ბიზნესი გაიზარდა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხნამდე და შესაბამისად გაიზარდა ასორტიმენტი. კომპანია დღესდღეობით 70-მდე დასახელების (მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრებს, ინტერიერისა და  ექსტერიერის მზისგან დამცავ და საჩრდილობელ სისტემებს, ჭიშკრის ავტომატიზაციასა და  ინდუსტრიულ)  პროდუქტს აწარმოებს.

,,დიო’’-ს მუდმივად უჭირავს ხელი მომხმარებლის პულსაციაზე და სისტემატიურად შემოაქვს ახალი, ინოვაციური პროდუქტები რათა დააკმაყოფილოს ბაზრის მოთხოვნები და ეს ყველაფერი შესთავაზოს ქართველ მომხმარებელს.

“დიოს” მიერ წარმოებულ პროდუქციას ფართო სპექტრის მომხმარებელი ჰყავს, როგორც ფიზიკური პირები, ისე საქართველოში მოქმედი სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციები.

 

კომპანიას აქვს საკმაოდ გრძელი ღირებულებათა ჯაჭვი დაწყებული ნედლეულის შერჩევით, იმპორტით, დასაწყობებით, წარმოებით, ინსტალაციით და გაყიდვების შემდგომი სერვისით – მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიქმნას კომფორტი და ინოვაცია სახლში და გარეთ.

დღეს კომპანიის მფლობელობაშია: საწარმო, შოუ რუმი, 5 ფილიალი: თბილისი (დიღომი; საბურთალო), თელავი, ქუთაისი, ბათუმი და კარგად ორგანიზებული სადილერო ქსელი, რომლითაც  მთელს საქართველოში ფართოდ არის წარმოდგენილი.

,,დიო’’ უკვე რამდენიმე წელია ფლობს ქართული ხარისხის ნიშანსა და ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001 : 2008; ISO 9001 : 2015; ISO 9001 : 2018 –ის სერტიფიკატებს.