employer.ge logo
ილია შიხაშვილი

გამგეობის წევრი

ილია შიხაშვილი

შპს მიქსორი სს ქართული ლუდის კომპანია

სს “ქართული ლუდის კომპანია” დაარსდა 2011 წელს ერთი მიზნით: გამხდარიყო საქართველოს ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ბაზრის ლიდერი. საწარმოს მშენებლობა დაიწყო 2011 წლის მაისში. მიუხედავად იმისა, რომ საწარმო იქმნებოდა ცარიელ ადგილზე, მშენებლობის დაწყებიდან 7 თვეში უკვე შესაძლებელი გახდა საცდელი ლუდის ხარშვების დაწყება. ასეთ მცირე დროში თანამედროვე ევროპული სტანდარტის წარმოების აწყობა შესაძლებელი გახდა ცეზარ ჩოჩელის გარშემო შემოკრებილი გუნდის გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით. ჩვენ ჯგუფს საქართველოს ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე მუშობის 20 წლიანი წარმატებული გამოცდილება გააჩნია. საწარმოს აშენების ადგილი გვიკარნახა სოფელ საგურამოს შესასვლელთან ზედაზენის მთის ძირას არსებულმა უნიკალური თვისებების მქონე წყალმა; რადგანაც სწორედ წყალი არის კრიტიკული ფაქტორი ჩვენი დარგისთვის. 2012 წლის 2 აპრილს საგურამოში საზეიმოდ გაიხსნა ლუდსახარში “ზედაზენი”; საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა ლუდი “ზედაზენი” და ლიმონათი “ზედაზენი”.