მცირე და საშუალო მეწარმეთა განვითარება
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა მცირე და საშუალო ზომის მეწარმეთა განვითარება. ამ მიზნით ასოციაცია დაინტერესებულ მხარეებთან – მთავრობასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ფონდებთან/დონორებთან ერთად მუშაობს შემდეგი მიმართულებებით:
- საჯარო და კერძო სექტორის დიალოგის გაძლიერება;
- ფინანსური განათლების გაუმჯობესება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;
- მეწარმეობაზე ორიენტირებული პროფესიული განათლების სისტემის განვითარება;
- ქალთა მეწარმეობის წახალისება;
- DCFTA-ის პერსპექტივების და მოთხოვნების შესახებ ცნობიერების ამაღლება;
- მცირე და საშუალო საწარმოთა ექსპორტის სტიმულირება;
- ბიზნესის პასუხისმგებლიანი ქცევის (Responsible Business Conduct RBC) პოპულარიზაცია;
- სხვა.