2016-02-08
2016 წლის 15 ივლისს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში საფუძველი ჩაეყარა საქართველოს მეფრინველეთა ასოციაციის ჩამოყალიბებას.
მეფრინველეთა ასოციაციის ჩამოყალიბების მიზანია დარგის განვითარება. კერძოდ:
• მეფრინველეობის ბიზნეს სექტორში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და მისი გადაჭრის გზებზე ერთობლივი მუშაობა;
• მთავრობასთან კომუნიკაცია;
• ახალი კადრების გაზრდა/კვალიფიკაციის ამაღლება;
• ახალგაზრდების დაინტერესება.
შეხვედრას ესწრებოდნენ მეფრინველეობის დარგში მოღვაწე ბიზნესმენები მთელი საქართველოდან. შეხვედრაზე განიხილეს ასოციაციის სტრუქტურა და წესდება.
ასევე იმსჯელეს ასოციაციის ფუნქციონირების დახვეწის გზებსა და საშუალებებზე. შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო აქტივობები.
აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში ასოციაცია ოფიციალურად დაფუძნდება და იურიდიულ სტატუსს მიიღებს. ასოციაციის დამფუძნებლები და წევრები მიიჩნევენ, რომ გაერთიანებული ძალებით შეძლებენ დარგში არსებული პრობლემების ეფექტურად გადაწყვეტას.
ბიზნეს გაერთიანება GEA მხარს უჭერს მსგავსი სექტორული ასოციაციების დაფუძნებას და ფუნქციონირებას.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...