employer.ge logo

თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი

date2017-03-01

დასრულებული


ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა“ და თურქეთისრესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა საქართველო-თურქეთის ბიზნეს
ფორუმი, რომელიც მიზნად ისახავდა ორ მხარეს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

ბიზნეს ფორუმზე თურქეთის მხრიდან წარმოდგენილი იქნება 22 კომპანია შემდეგი
ბიზნეს სექტორებიდან:
•სამშენებლო
•სოფლის მეურნეობა
•ტექნოლოგიები

ბიზნეს ფორუმი გახსნეს თურქეთის ელჩმა საქართველოში ზაქი ლევენთ გუმრუქჩუმ და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ.

საქართველოს მხრიდან წარმოდგენილი იყო 100-მდე კომპანია შესაბამისი ბიზნეს
სექტორებიდან. ფორუმს ასევე, გააკეთეს მოხსენებები სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს (APMA) წარმომადგენლებმა.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის მხრიდან დიდია დაინტერესება ქართულ კომპანიებთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების, პარტნიორული ურთიერთობების დამყარებისა და ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. ფორუმის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ორმხრივ შეხვედრებს, რომლის ფარგლებშიც ბიზნესმენებს საშუალება მიეცათ პირისპირ ესაუბრათ ბიზნეს ინტერესებისა პოტენციური პროექტების შესახებ.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია სისტემატურად უკეთებს ორგანიზებას ბიზნეს ფორუმებს საერთაშორისო ურთიერთობების გააქტიურების მიზნით.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...