employer.ge logo

ტრენინგი - საბაჟო მოთხოვნები და პროცედურები

date2017-04-22

დასრულებული


საბაჟო სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის ცვლილებებთან დაკავშირებით ბიზნეს სექტორის მხრიდან წამოსული დაინტერესებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით 22 აპრილს „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში გაიმართა ტრენინგი თემაზე „საბაჟო მოთხოვნები და პროცედურები“.

ტრენინგის ჩასატარებლად მოწვეული იყვნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი პირები და კვალიფიციური და პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტები, რომელთაგანაც კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია მათთვის საჭირო, პრაქტიკული მნიშვნელობის მქონდე საკითხებზე.

ტრენინგს უძღვებოდა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, შემოსავლების სამსახურის მთავარი ექსპერტ-აუდიტორი გონერი ურიდია.

ტრენინგი მიზნად ისახავდა:

  • მონაწილეების გარკვევას დღეისათვის მოქმედ საბაჟო პროცედურების ნიუანსებში;
  • გაიზარდოს კომპანიებს თანამშრომელთა ეფექტურობა;
  • ამაღლდეს მონაწილეთა კვალიფიკაცია საბაჟო საკითხების ცოდნის თვალსაზრისით, ისე რომ გაუადვილდეს კომპანიების საბაჟო წარმომადგენლებს სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღება მონაწილეები გაეცვნენ საბაჟო დეპარტამენტში დანერგილ სიახლეებს და ინფორმაციის მოპოვების წყაროებს;

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ GEA-ს სერტიფიკატი.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია როოგრც წევრ, ისე არაწევრ კომპანიებს სისტემატურად იწვევს აქტუალური საკიტხების შესახებ გამართულ ტრენინგებსა და სემინარებზე.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...