2017-06-27
შეხვედრა მიზნად ისახავდა ბიზნეს სექტორის ინფორმირებას ახალი კანონმდებლობის შესახებ, რომელიც გულისხმობს, რომ 2017 წლის 1 ივლისიდან მეწარმე ვალდებულია საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციისას და მომსახურების გაწევისას რეკლამირების, ან შეთავაზების შემთხვევაში, ფასი მიუთითოს ლარით.
ამასთან, ლარით სავალდებულო ფასდადების მოთხოვნა მხოლოდ მეწარმე სუბიექტებს შეეხება და ამ წესის დარღვევაზე, ადმინისტრირებას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია სამთავრობო სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში მუდმივად სთავაზობს წევრ კომპანიებს, რომ მონაწილეობა მიიღონ მსგავსი ტიპის შეხვედრებში.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...