2017-07-01
ლევან რაზმაძემ განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრას მცირე და საშუალო საწარმოთა, ბიზნესგაერთიანებათა და ასოციაციების წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ბიზნეს გაერთიანების სახელით სიტყვით გამოვიდა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი დანიელ გახარია, რომელმაც შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ლევან რაზმაძეს გადასცა მადლობის სიგელი „ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან“ შეხვედრების ფორმატში აქტიური მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოცაიცია ბიზნეს სექტორსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის დიალოგის გაუმჯობესების მიზნით მსგავი ტიპის ღონისძიებების აქტიური მხადამჭერია.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...