employer.ge logo

ტრენინგი - ორგანიზაციული უპირატესობის მოპოვება და მართვა

date2017-07-16

დასრულებული


უპირატესობის მოპოვება ყველა ადამიანის ოცნებაა. ეს ფაქტორი ცალსახად აქტუალურია საქმიანობის აბსოლუტურად ყველა დონეზე და მოღვაწეობის ყველა სფეროში. უპირატესობის მართვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, როგორც ნებისმიერი სახის მოხელეობის, ეკონომიკის, ბიზნესის, ტექნიკური და ტექნოლოგიური სისტემების პროექტირების და მართვის მიმართულებით.

კონკურენტული ბაზრის პირობეში ზემოთ აღნიშნული თემის აქტუალურობიდან გამომდინარე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით 9-11 ნოემბერს გაიმართა ტრენინგი თემაზე „ორგანიზაციული უპირატესობის მოპოვება და მართვა“, რომელსაც უძღვებოდა მოწვეული ტრენერი - ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური დოქტორი თემურ მაისურაძე.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მართვის სისტემათა ეფექტიანობის ზრდა იმ გამოწვევების შესაბამისად, რომლის წინაშეც დგას თანამედროვე ეკონომიკა. მენეჯერების მიერ დაგროვილი ცოდნის კიდევ უფრო დახვეწა და სრულყოფა ახალ მეთოდების, მეთოდიკის და ინსტრუმენტების შემუშავების გზით.

ტრენიგის მონაწილეებს გადაეცათ GEA-ს სერტიფიკატები.

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ წევრ და პარტნიორ კომპანიებს სისტემატურად სთავაზობს კადრების გადამზადების მიზნით სხვადასხვა აქტუალური ტრენინგებზე დასწრებას. ასევე, კორპორატიული ტრენინგების ორგანიზებას კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...