employer.ge logo

ახალი რეგულაციები ნარჩენების გადამუშავების შესახებ

date2017-09-01

დასრულებული


ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ პროექტის „ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრული „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“ (მგვ) პრინციპის დანერგვის მხარდაჭერა“ პრეზენტაციას, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ნარჩენების მართვის კოდექსი რიგ ახალ ვალდებულებებს აკისრებს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებს. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნაა „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“ (მგვ) პრინციპის დანერგვა საქართველოში. კერძოდ, კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, ისეთი პროდუქტის უშუალო მწარმოებლები და ბაზარზე განმათავსებლები, რომელიც შემდგომ სპეციფიკური ნარჩენი ხდება, ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ პროდუქტისგან წარმოქმნილი სპეციფიკური ნარჩენის გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირება და ასეთი ნარჩენების აღდგენა/განთავსება.

„ახალი მოთხოვნები, რომლებსაც კანონმდებლობა ბიზნესს უყენებს, ძირითადად მოითხოვს ხოლმე ადამიანური და ფინანსური რესურსების დამატებას კომპანიაში. რა თქმა უნდა, კერძო სექტორიის მხრიდან ეს მოითხოვს დამატებით ინვესტიციებს, ფულადი რსურსის დანახარჯებს, რაც არ არის კარგი, რადგან ეს საბოლოო ჯამში იგი გავლენას ახდენს პროდუქტის თვითღირებულებაზე და იზრდება მისი ფასი“ - აღნიშნავს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.

ბიზნეს გაერთიანება GEA გეგმავს აქტიური საინფორმაციო კამპანიის დაწყებას წევრი კომპანიებისთვის ახალი რეგულაციების გაცნობის მიზნით, რათა მომზადებულები შეხვდნენ ღნიშნულ სიახლეებს.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...