employer.ge logo

GEA-ს წევრი და არტნიორი კომპანიები ფინანსთა მინისტრს შეხვდნენ

date2017-10-04

დასრულებული


ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ (GEA) წევრი და პარტნიორი კომპანიები საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს და ფინანსთა მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა მთავრობის მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე საკანონმდებლო სიახლეებზე, რომელთა მიღებაც რეფორმების ფარგლებშია გათვალისწინებული.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნეს სექტორს წარუდგინა პრეზენტაცია ფისკალური პოლიტიკის გავლენის ძირითად ასპექტებზე და საქართველოს ეკონომიკის არსებული სიტუაცია და პოტენციული განიხლა მაკრო ეკონომიკის ჭრილში.

პრეზენტაციაზე, რომელიც 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა, განსაკუთრებული ყურადღება დიმიტრი ქუმსიშვილმა გაამახვილა მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმასა და მის ცალკეულ მიმართულებებზე. მისი განცხადებით, მოგების გადასახადის რეფორმის გასატარებლად მთავრობა დიდი ხნის მანძილზე ემზადებოდა. პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, აღნიშნული რეფორმის შედეგად საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკა დამატებით 1-1,5 პროცენტით გაიზრდება.

დიმიტრი ქუმსიშვილმა, ასევე, ისაუბრა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც საქართველოს და მის ცალკეულ რეგიონებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ წინსვლას მოუტანს მთავრობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად დიმიტრი ქუმსიშვილმა დაასახელა ბიზნესის სახლის შექმნა, რომელიც იმუშავებს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით და საქმიანი სფეროს წარმომადგენლებს მიაწვდის ყველა საჭირო სერვისს.

დამსაქმებელთა ასოციაციის წევრმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა დიალოგის რეჟიმში ისაუბრეს იმ პრობლემების შესახებ, რომელებიც არსებობს საქართველოს ეკონომიკურ გარემოში.

ასოციაციის არსებობის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიზანია დიალოგის რეჟიმის უზრუნველყოფა მთავრობასა და ბიზნეს სექტორს შორის. ამდენად, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ ბიზნეს სექტორსა და მთავრობას შორის კომუნიკაციის გაძლერებას ხელს უწყობს მსგავსი სახის შეხვედრებით.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...