2018-05-04
შეხვედრა მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო ზომის საწარმებისთვის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და სიახლეების გაცნობას.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაგეგმილი რეფორმა მცირე და საშუალო ზომის კომპნიებს სხვადასხვა ფინანსური და არაფინანსური ინფორმაციის წარდგენას ავალდებულებს. საშუალო ზომის საწარმოები ახალ სტანდარტზე 2018 წლიდან გადავლენ, ხოლო მცირე ზომის კომპანიები - 2019-დან.
შეხვედრაზე ფინანსთა სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურის დეპატრამენტის უფროსის, დავით მჭედლიძის მიერ გაკეთდა პრეზენტაცია - ზედამხედველობის სამსახურის ვებ-გვერდის www.saras.gov.ge - სა და კანონის მოთხოვნების შესახებ.
ხოლო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS for SMEs) შესახებ მოხსენებას ფინანსური ოფისის მმართველმა პარტნიორმა მიხეილ ჭელიძემ გააკეთა.
შეხვედრის დასასრულს დისკუსიის ნაწილში შეხვედრის მონაწილეებმა მათთვბის საინტერესო კითხვებზე პასუხები უშუალოდ მოესმინათ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსისი იური დოლიძის მხრიდან.
შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა და მასში მონაწილეობას 60-ზე მეტი კომპანიის წარმოადგენელი იღებდა.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...