2018-06-04
მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას და გადამხდელთა დაბეგვრის ცალკეული საკითხების დაზუსტებას.
აღნიშნულ ცვლილებათა პაკეტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მომზადებული ცვლილებებია, რომელიც შემუშავებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტების მონაწილეობით მსოფლიოში არსებულ საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით.
კიდევ ერთი ცვლილება სავაჭრო ზონების მოწყობის განვითარებას, გადასახადის გადამხდელთა დაბეგვრის ცალკეული საკითხების დაზუსტებას ითვალისწინებს. ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს აღნიშნული სექტორის განვითარებას, მისი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირებას, დაბეგვრის საკითხების მოწესრიგებას, მცირე ბიზნესის ხელშეწყობას.
პაკეტში გათვალისწინებულია, ასევე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების კუთხით გასატარებელი ცვლილებები. წარმოდგენილი ცვლილებების შესაბამისად, 2023 წლამდე გაგრძელდება რიგი საგადასახადო შეღავათები.
რაც შეეხება ბიზნესისთვის ზედმეტობის დაბრუნების ავტომატიზებული სისტემის დანერგვას. მუშავდება სისტემა, რათა მეწარმეს არანაირი დამატებით ბიუროკრატიასთან არ ჰქონდეს შეხება და მხოლოდ ელექტრონული განაცხადის შევსების საფუძველზე, შესაძლებელი იყოს დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება 5-7 სამუშაო დღეში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშუალო და მცირე ბიზნესისთვის, მათი სტიმულირებისთვის, რადგან მათ ექნებათ დამატებითი ფინანსური რესურსი განვითარებისთვის.
შეხვედრას საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის 100-ზე მეტი წევრი კომპანია ესწრებოდა. ბიზნეს გაერთიანება GEA სისტემატურად აწყობს მსგავსი ტიპის შეხვედრებს სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლებთან, რათა ბიზნეს სექტორი აქტიურად იყოს ჩართული და მაქსიმალურად ინფორმაირებული საკონონმდებლო ცვლილებების პროცესში.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...