employer.ge logo

შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კონსულთან

date2018-11-04

დასრულებული


საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი პირები  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს საკონსულს საქართველოი ვან ლიანპოს შეხვდნენ.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველო-ჩიინეთს შორის გააქტიურებული სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა და ამ პროცესებში ასოციაციის წევრების როლი და შესაძლებლობები.

შეხვედრაზე დაანონსდა 2018 წლის ნოემბერში შანხაიში დაგეგმილი მეწარმეობის გამოფენა, რომელსაც საქართველოდან ექსპორტიორები მიიღებენ მონაწილეობას. ასევე, გაიმართება საქართველო-ჩინეთის ბიზნეს ფორუმი, რომელსაც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიები დაესწრებიან.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამოქმედდა. 

შედეგად, ქართული პროდუქციის 94% გათავისუფლდა საბაჟო გადასახადისგან; ამასთან, ქართულ სერვისსა და პროდუქციას გაეხსნა 1,4 მილიარდიანი ბაზარი. საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული, სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ. 

 ამ ფონზე მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის გააქტიურება ბიზნეს პროცესების არეალის გაფართოებისათვის. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია შეინეთის საელჩოსთან აქტიური თანამშრომლობით ხელს უწყობს წევრი კომპანიებისათვის ამ შესაძლებლობების ხელმისაწვდომობას.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...