employer.ge logo

ზირაათ ბანკი საქართველო დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს შეხვდა

date2018-12-06

დასრულებული


ზირაათ ბანკი საქართველოს“ წარმომადგენლებმა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს ბანკის საქმიანობა გააცნეს. კერძოდ, ისაუბრეს 20 წლიანი საერთაშორისო გამოცდილების, საქართველოში ბანკის არსებულ მდგომარეობასა და სამომავლოდ განვითარების პერსპექტივებზე. ასევე, კომპანიებს მიაწოდეს ინფორმაცია კონკრეტული სასესხო/საკრედიტო შეთავაზებების შესახებ.

„საქართველოში გაფაროების გეგმები გვაქვს, სულ მალე გაიხსნება ფილიალები რეგიონებში. ჩვენი მიზანია მომხმარებელთან გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარება. კლიენტი ექვსი თვის, ერთი, თუ ათი წლის შემდეგ დატოვებს ბანკის კარს, მთავარია იგი კმაყოფილი წავიდეს. დარწმუნებული ვართ, ამ მიზანს საქართველოშიც მივაღწევთ“ - განაცხადა ზირაათ ბანკი საქართველოს გენერალურმა მენეჯერმა მეჰმეთ უჩარმა.

აღსანიშნავია, რომ ზირაათ ბანკი საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს გარდა საბანკო, არამედ კომპანიის საჭიროების მიხედვით თურქი ბიზნეს პარტნიორის მოძიებაში მხარდაჭერის სერვისსაც სთავაზობს. “მომდევნო კვირიდან ვიწყებთ ზირაათ ბანკთან ჩვენი წევრების მიერ მომზადებული კონკრეტული პროექტების წარდგენას და მოლაპარაკებების დაწყებას. ზირაათ ბანკთან თანამშრომლობის უკვე საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული გამოცდილება გვაქვს. ვაპირებთ, გავაძლიეროთ ეს კავშირები ჩვენი წევრებისთვის მაქსიმალურად სასარგებლო სერვისების შეთავაზების მიზნით“, - აცხადებს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის გენერალური დირექტორი ლაშა ლაბაძე.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...