employer.ge logo

ასოციაცია ბიზნეს სექტორს შრომის უსაფრთხოების სერვისების განახლებულ პაკეტს სთავაზობს

date2019-02-06

დასრულებული


ბიზნეს გაერთიანება - საქარველოს დამსაქმებელთა ასოციაცია კერძო სექტორს შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონის შესაბამისად სერვისების განახლებულ პაკეტს სთავაზობს, რომელიც სრულიად მორგებულია კომპანიების იმ საჭიროებებზე, რომელიც შრომის ინპექციის გაზრდილმა მანდატმა გამოიწვია.

როგორც ცნობილია, 2018 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“. კანონი პირველ ეტაპზე (არაუგვიანეს 2019 წლის 1 სექტემბრამდე) ვრცელდება მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე (აღნიშნული ნუსხა დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ). კანონის საფუძველზე შრომის ინსპექტორებს უფლება აქვთ კომპანიის წინასწარი გაფრთხილებისა და სასამართლო ნებართვის გარეშე განახორციელონ ინსპექტირება  კომპანიაში დასაქმებულთა შრომის არსებული პირობების შესაბამისობაზე საკანონმდებლო მოთხოვნებთან.

კანონის მიხედვით განისაზღვრა ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი დარღვევების არაარსებითი, არსებითი და კრიტიკული შეუსაბამოებები. აღნიშნული სახის შეუსაბამობებზე დადგენილია შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელები - გაფრთხილება, ჯარიმა არაუმეტეს 50 000 ლარის ოდენობით და/ან სამუშაო პროცესის შეჩერება.

„კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, როგორც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO)  პარტნიორი ბიზნეს გაერთიანება, კომპანიებს სთავაზობს კანონის მოთხოვნათა შესრულების მიზნით სერვისების ისეთ პაკეტს, რომელიც დაფუძნებულია თავად ბიზნესის ინტერესებსა და ყველაზე აქტუალურ მოთხოვნებზე. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება და არსებული რესურსი გვაძლევს საშუალებას, რომ კომპანიებს სრულიად უფასო კონსულტაციებიდან დაწყებული, უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით დასრულებული შრომის უსაფრთხოების სერვისების სრული მომსახურება შევთავაზოთ“ - აცხადებს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.  

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ბიზნეს სექტორიდან განსაკუთრებით გაზრდილია მოთხოვნა ისეთ მომსახურებებზე, როგორიცაა ტრენინგები, აუდიტი, კონტულტაციები, სახნძრო უსაფრტხოების სისტემის შემუშავება და დანერგვა, მოკლე და გრძელვადიანი ტრენინგები.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...