2019-03-12
შეხვედრაზე მიმდინარე, დაგეგმილი აქტივობები და ახალი რეგულაციები განიხილეს.
„ჩვენ რეგულარულად ვხვდებით ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს. სამინისტროს მანდატი ბევრ მიმართულებას მოიცავს, შესაბამისად, კითხვები რომლებიც ბიზნეს აქვს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ახალი ეტიკეტირების წესი, რომელიც სურსათთან დაკავშირებით მომხმარებლის მაქსიმალურად ინფორმირებას გულისხმობს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე, რაც პლასტიკის პარკების აკრძალვას ეხება. მონაწილეებმა სურსათის ეტიკეტირების წესთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციაზეც იმსჯელეს.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ბიზნესსექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა ხელს უწყობს აქტუალური საკითხების წამოჭრას და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას.
„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ის შედეგები, რომლებიც გასულ წელს დაფიქსირდა სოფლის მეურნეობის პროექტებთან მიმართებაში. ასევე, აქტუალური იყო ის საკანონმდებლო მოთხოვნები, რომლებიც სავალდებულო ხდება. ინფორმაცია მოვისმინეთ იმ ახალი ინიციატივებისა და პროექტების შესახებ, რომლებიც სამინისტროს აქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბიოწარმოების ხელშეწყობა, რაც აქტუალურია მთელ მსოფლიოში და მნიშვნელოვანია, რომ სამინისტროში კონკრეტული პროგრამა შემუშავდა აღნიშნული მიმართულებით“, - განაცხადა დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ელგუჯა მელაძემ.
შეხვედრა დამსაქმებელთა ასოციაციის პროგრამის „ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან“ ფარგლებში გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბიზნესსექტორის წარმომადგენელების შეკითხვებს უპასუხა.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...