2019-04-12
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მოსამზადებელი პროგრამა შეიმუშავა და საქართველოს ოკუპრებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტაცია გაიარა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის მოცულობა, განხორციელების წესი და პირობები განსაზღვრულია ჯანდაცვის მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის შესაბამისად მომეტებული საფრთხის მქონე, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხაში მყოფი კომპანიები ვალდეული არიან, რომ იქ დასაქმებულ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს გავლილი ჰქონდეს აღნიშნული აკრედიტებული პროგრამა და ფლობდეს შესაბამის სერტიფიკატს. ხოლო 2019 წლის 1 სექტემბრიდან აღნიშნული საკითხი სავალდებულო ხდება ნებისმიერი ბიზნეს ოპერატორისთვის.
დამსაქმებელთა ასოციაციაში კურსები სისტემატურად გაიმართება და სერტიფიცირებით დაინტერესებულ შრომის უსაფრხოების სპეციალისტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ აღნიშნული პროგრამა.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...