employer.ge logo

დამსაქმებელთა ასოციაციაში კორპორატიული სოციალური პასუხიმგებლობის შესახებ ტრენინგი გაიმართა

date2019-05-12

დასრულებული


 შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ტურინის საერთაშორისო სატრენინგო ცენტრის მოწვეულმა ექსპერტმა  ხორხე ილინგვორსმა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისა და პასუხისმგებლიანი ბიზნეს ქცევის (CSR/RBC) შესახებ ორდღიანი ტრენინგი ჩაუტარა.
ტრენინგი მიზნად ისახავდა ბიზნეს სექტორისთვის CSR/RBC საკითხების შესახებ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, რაც განსაკუთრებით ღირებულია იმის გათვალისწინებით, რომ კერძო სექტორში კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებით ინტერესი მზარდია, თუმცა დეფიციტურია შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება.
ტრენინგის ფარგლებში განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა CSR/RBC -ის ფუნქცია და როლი კომპანიაში; როგორ შეუძლია CSR/RBC - ფასეულობათა არამატერიალური აქტივის ზრდა კომპანიისთვის; კომპანიათა კარგი და ცუდი პრაქტიკა CSR/RBC-სთან მიმართებაში; შეიმუშავეს CSR/RBC- სტრატეგიისა და კომუნიკაციის დოკუმენტის მონახაზი და ..  ასევე, იმსჯელეს CSR-თან დაკავშირებით მიმდინარე სიტუაციის შესახებ ქართულ კომპანიებში
ტრენინგი დასასრულს მონაწილეებს შრომის საერთაშორიო ორგანიზაციის საერთაშორისო სატრენინგო ცენტრის (ITCILO) სერტიფიკატები გადაეცათ.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია აღნიშნული საკითხის საპასუხოდ წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით წევრი კომპანიების წარმომადგენლების სამომავლოდ ტრენერების გადამზადებას სთავაზობს.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...