2019-05-22
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებმა 130 საათიანი პრაქტიკული და თეორიული მომზადება გაიარეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-25/ნ ბრძანებით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის მოცულობის, განხორციელების წესისა და პირობების შესაბამისად. ხოლო კურსის დასასრულს მონაწილეებმა სასერტიფიკაციო გამოცდა ჩააბარეს.
„შრომის უსაფრთხოების საკითხები ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ბიზნეს სექტორისთვის, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა ამ ეტაპზე. შესაბამისად, ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ბიზნეს სექტორისთვის კონსულტაციების, აუდიტების, კადრების გადამზადებისა და სხვა სერვისების მიწოდებით ცდილობს ბიზნეს სექტორს ხელი შეუწყოს კანონის საკმაოდ მკაცრ მოთხოვნებთან ადაპტირებაში. ამ მიზნით, დამსაქმებელთა ასოციაცია ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია გახდა, რომელმაც სახელმწიფოსგან მოიპოვა უფლება მოამზადოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ამ ეტაპზე სწავლებას ძირითადად მომეტებული საფრთხის მქონე, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოების ნუსხაში წარმოდგენილი კომპანიების უსაფრთხოების სპეციალისტები გადიან. 2019 წლის სექტემბრიდან კანონის მიხედვით სავალდებულო ხდება ნებისმიერი ბიზნეს სექტორის წარმომადგენელ კომპანიაში დასაქმებული იყოს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი, შესაბამისად, გაიზრდება სასერტიფიკაციო პროგრამის გავლის მსურველთა რიცხვი, შესაბამისად, გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად იგეგმება კურსების ორგანიზება რეგიონებშიც,“ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.
დამსაქმებელთა ასოციაციაში აკრედიტებულ პროგრამას საერთაშორისო გამოცდილების მქონე შრომის უსაფრთხოების ექსპერტები და ტრენერები უძღვებიან.
ამ ეტაპზე პროგრამას 200-ზე მეტი მონაწილე გადის, მათ შორის არიან როგორც კომპანიების წარმომადგენლები, ისე შრომის უსაფრთხოების სპეციალობის დაუფლების მსურველი ფიზიკური პირები.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...