პროფესიული განათლებისა და სწვალების პრექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
2019-06-15
დასრულებული
პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია 2016 წლიდან გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბიზნეს სექტორის და პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა დამსაქმებელთა ასოციაციის მხრიდან პროექტის მიმდინარეობის, მიღწეული შედეგებისა და სამომავლო პერსპექტივების გაცნობა დაინტერესებული მხარეებისთვის. ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს პროფესიული განათლების სფეროში და ზოგადად, შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტი 2021 წლამდე გაგრძელდება და მოიცავს აქტივობებს პროფესიულ სასწავლებლებსა და ბიზნეს სექტორს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, რათა დაკმაყოფილდეს შრომის ბაზრის მოთხოვნა ადეკვატური კვალიფიკაციის მქონე კადრების მიწოდების საკითხში.
პროექტი ხორციელდება თბილისში, გორსა და ხონში.
შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.