2019-10-10
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ წევრ და პარტნიორ კომპანიებს „საქართველოს შრომის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები გააცნო და მათი პოზიციები მოისმინა.
„განვიხილეთ მოსალოდნელი ინიციატივები და ცვლილებათა პაკეტი და წარმოიშვა სრულიად არგუმენტირებული და კონკრეტული საკითხები, რომელიც ცხადყოფს, რომ ბიზნესი მზად არ არის აღნიშნული ცვლილებებისთვის. კერძოდ, საუბარი შეეხო ზეპირი ხელშეკრულებების გაუქმებით მოსალოდნელ ბიუროკრატიას, სამუშაო დროის შეზღუდვას, სტაჟირების მექანიზმში გართულებულ პროცედურებს, მინიმალური ანაზღაურების დაწესებას, შეთავსებითი სამუშაოს აკრძალვას, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას და ა.შ. საბოლოო ჯამში, შემოთავაზებული ცვლილებების პაკეტი ევროკავშირის მოთხოვნებზე უფრო მკაცრ პირობებს უყენებს საქართველოში ბიზნეს სექტორს. ვგეგმავთ შეხვედრაზე იდენტიფიცირებული შენიშვნების შეკრებას და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში წარდგენას. ასევე ვითანამშრომლებთ ბიზნესომბუდსმენთან და ვიმედოვნებთ, რომ საკომიტეტო მოსმენებზე თანამშრომლობის რეჟიმში გარკვეული ცვლილებების მიღწევა იქნება შესაძლებელი,“ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი შალვა ხცაკაია.
შეხვედრას, რომელსაც 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...