employer.ge logo

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბიზნეს სექტორთან დღგ-ს შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს

date2019-10-13

დასრულებული


ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა“ და „ბუღალტერთა კლუბი ფორუმის“ ინიციატივით  ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ბარათაშვილი და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა მიზნად ისახავდა საგადასახადო კოდექსის დამატებული ღირებულების გადასახადის მარეგულირებელ დებულებებში კანონის პროექტით დაგეგმილი ცვლილებების განხილვას.  აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დირექტივებთან მიახლოების მიზნით მოსალოდნელი ცვლილებები დღგ-ს მარეგულირებელ თითქმის ყველა დებულებას შეეხება და სრულიად ახალი რედაქციით ჩამოყალიბდება საკანონმდებლო ნორმები.

             ფინანსთა წარმომადგენლების განცხადებით:

  • კანონპროექტი შემუშავდა  საგადასახადო კანონმდებლობის ევროკავშირის დღგ-ის დირექტივასთან (2006/112/EC)  დაახლოების მიზნით;
  • საგადასახადო კოდექსის დღგ-ის მარეგულირებელი დებულებები სრულად ყალიბდება ახალი რედაქციით;
  • მომსახურების გაწევის ადგილის ევროპული პრაქტიკის დანერგვა და საერთაშორისო გადაზიდვებთან დაკავშირებული შეღავათების სპექტრის გაზრდა ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო სერვისების ცენტრად ჩამოყალიბების პროცესს;
  • ქართული და ევროპული დღგ-ის შესაბამისობა, სხვადასხვა ბიზნეს ხარჯებზე დღგ-ის დაბრუნების წესის პრაქტიკაში დანერგვასთან ერთად, გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს;
  • იქმნება შესაძლებლობა შემუშავდეს შიდა პროცედურები, ევროსასამართლოს  გადაწყვეტილებების და ინტერპრეტაციების პრაქტიკაში გამოყენების მიზნით.
  • შემცირდება სადავო შემთხვევები და გამარტივდება საგადასახადო ვალდებულებების შესრულება;

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. 

შეხვედრას, რომელსაც 80-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, ევროპის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...